სოსისების წვეულება / Sausage Party

О t
სოსისების წვეულება

ბავშვები და სუსტი ნერვების მქონე ადამიანები მოაშორეთ დიდ ეკრანებს, რადგან მულტიპლიკაცია ” სოსისების წვეულება” აშკარად არ არის გათვლილი მყიფე გონებასა და გულუბრყვილო ფანტაზიაზე – მულტიპლიკაცია რომელიც უბრალოდ სიცილის ქარიშხალს იწვევს, გახალისებს და გართობს, მაგრამ ამასთან ერთად შეგურაცყოფს, და მაყურებელს ლანძღავს სხვადასხვა უცენზურო ლექსიკით. მიუხედავად იმისა, რომ მულტფილმის გმირები სუპერმარკეტის პროდუქტებია, ნაყიდი და მიტანილი ამერიკულ სამზარეულოში, უბრალოდ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ გამოხატონ სასიკვდილო საფრთხის პირისპირ ყოფნა.

ფრენკი და ბრენდა ერთმანეთზე შეყვარებული არიან და სურთ ხელიხელ ჩაკიდებულებმა ლამაზად დატოვონ სუპერმარკეტი, მაგრამ, როდესაც მათი მეგობარი მდოგვის ქილა შემთხვევით უკან ბრუნდება თაროზე, იგი უამბობს გმირებს საშინელ ამბავს, თუ რა მოსდით რეალურად მათ თანამემამულე პროდუქტებს ადამიანების სამზარეულოებში. გამოდის რომ, სოსისების წვეულება – ეს არ არის სამოთხე და საუკუნო უღრუბლო სიცოცხელე, არამედ ყველაზე რეალური ჭამის ფესტივალის სასაკლაო საცოდავი უმწეო არომატული ყველის, ძეხვეულის და სხვა გემრიოლებების, რომელიც ზიანის მომტანი ადამიანები დღეში ხუთჯერ აწყობენ. მოქმედება მულტფილმში “სოსისების წვეულება” ვითარდება მთავარი ამერიკული დღესასწაულის 4 ივლისს მიჯნაზე, როცა ამ უღთვო ერის წარმომადგენლები ტონობით ჰოტ-დოგს ჭამენ საკუთარი სახლის გაზონებზე – ფრენკი და ბრენდა გადაწყვეტენ ნებისმიერ ფასად, თავიდან აიცილონ ფატალური მდგომარეობა და, ამავე დროს გადაარჩინონ ყველა მათი მეგობარი, რომლებიც განკუთვნილია ადამიანთა სიღორის დემონისთვის.

“სოსისების წვეულება” – ყველაზე უხამსი, თავხედური, შეურაცხმყოფელი, ბოროტი, და ასევე ძალიან, ძალიან სასაცილო წლის მულტფილმია.

ENG-თრეილერი: სოსისების წვეულება / Sausage Party
RUS-თრეილერი: სოსისების წვეულება / Sausage Party

გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კომედია, მულთფილმი, სათავგადასავლო

რეჟისორი: Greg Tiernan, Conrad Vernon

მსოფლიო პრემიერა: 14 მარტი

მსახიობები: Seth Rogen, Kristen Wiig, Alistair Abell, Iris Apatow, Sugar Lyn Beard, Michael Cera, Ian James Corlett, Michael Daingerfield, Brian Dobson, Michael Dobson, James Franco, Bill Hader, Ian Hanlin, Salma Hayek, Maryke Hendrikse, Jonah Hill, Anders Holm.

4.7/5 - (8)