ანონიმური მკვლელები / Killers Anonymous

О t
ანონიმური მკვლელები

ფილმი იმ სამყაროზე მოგვითხრობს, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრების გვერდით არსებობს – კრინიმალების და საშიში ადამიანების სამყარო, რომელთა ქუჩაში დღის სინათლეზე ამოცნობა არცთუ ისე ადვილია. თუმცა, მათაც ასევე სჭირდებათ უბრალო ადამიანური ურთიერთობები – ისინი შეხვედრებზე რეგულარულად იკრიბებიან, რათა ისაუბრონ და მოისმინონ. ყოველი სიცოცხლისთვის მოიძებნება სიკვდილი, და ყოველი ადამიანისთვის – სურვილი, რომლის დაკმაყოფილებასაც მხოლოდ რამდენიმე ახერხებს. არსებობს ბნელი ხმა, რომელიც ადამიანებს სხვისი სიცოცხლის მოსპობას მოუწოდებს. თქვენ შეიძლება ქუჩაში მიდიოდეთ, უცნობს მხარი გაჰკრათ, ერთმანეთს თავაზიანად გაუღიმოთ და არც კი დაეჭვდეთ, რომ ეს უცნობი თქვენს წინ მდგარ სხეულს წარმოადგენს, რომელიც სისხლისგან იცლება. ასეთი ადამიანებისთვის თავისი ადგილი არსებობს. ისინი კლავენ და მკვლელობაზე ფიქრობენ. ზოგიერთს შეჩერება უნდა, ზოგს საუბარი, ხოლო ზოგს კი უბრალოდ მოსმენა. ერთ საღამოს, მორიგი შეხვედრის მიმდინარეობისას, ქალაქში სენატორის და მისი სავარაუდო მკვლელის სასტიკი მკვლელობების შოკისმომგვრელი ამბავი გავრცელდება, რაც მთელ რიგ მოვლენებს გამოიწვევს და ანონიმური მკვლელების ჯგუფის წევრები ერთმანეთის ღალატში ეჭვის შეტანას დაიწყებენ…

RUS-თრეილერი: ანონიმური მკვლელები / Killers Anonymous
ENG-თრეილერი: ანონიმური მკვლელები / Killers Anonymous

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი

ჟანრი: ბოევიკი, კრიმინალი, დეტექტივი, თრილერი

რეჟისორი: Martin Owen

მსოფლიო პრემიერა: 28 ივნისი

მსახიობები: Gary Oldman, Jessica Alba, Suki Waterhouse, Tommy Flanagan, MyAnna Buring, Tim McInnerny, Sadie Frost, Michael Socha, Sam Hazeldine, Rhyon Nicole Brown, Isabelle Allen, Elliot James Langridge, Ruth Horrocks, Martin Owen, Elizabeth Morris.

5/5 - (7)