რიგებს შორის / In den Gängen (In the Aisles)

О t
რიგებს შორის

ახალგაზრდა ბიჭი სახელად კრისტიანი ჰიპერმარკეტებში საქონლის მტვირთავად იწყებს მუშაობას. მალე კრისტიანი სასმელების განყოფილებიდან ახალ მეგობარს ბრუნოს გაიჩენს, რომელიც მისი მფარველი გახდება. კრისტიანი მისგან გაიგებს, რომ ჰიპერმარკეტებში ნამდვლი ვნებები დუღს: საყოფაცხოვრებო ქიმიკატებისა და სასმელების განყოფილებების თანამშრომლებს შორის სერიოზული ომი მიმდინარეობს; გაყინული საკვები პროდუქტების განყოფილების თანამშრომლები პერსონალის ნაკლებობას განიცდიან; ხოლო “ტკბილეულის” გამყიდველები ყველასთან მეგობრობენ. ახალ კოლექტივში კრისტიანი ტკბილეულის განყოფილებიდან მარიონს გაიცნობს, და მალე მათ შორის რომანტიკული გრძნობები იღვიძებს. ჰიპერმარკეტის უსასრულო თაროები კრისტიანს მთელ ახალ სამყაროს უხსნის. თუმცა, მის ფარგლებს გარეთ ყველაფერი არც ისე ფერადია – მარიონს ქმარი ჰყავს, ხოლო კრისტიანი ძალიან მორიდებულია, იმისათვის, რომ მათი რომანი რამენაირად განვითარდეს.

RUS-თრეილერი: რიგებს შორის / In den Gängen
DE-თრეილერი: რიგებს შორის / In den Gängen

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: გერმანია

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Thomas Stuber

მსოფლიო პრემიერა: 23 თებერვალი

მსახიობები: Sandra Hüller, Franz Rogowski, Peter Kurth, Henning Peker, Ramona Kunze-Libnow, Matthias Brenner, Gerdy Zint, Clemens Meyer, Andreas Leupold, Michael Specht, Steffen Scheumann, Sascha Nathan.

5/5 - (5)