ჰაილშტეტენი / Heilstätten

О t
ჰაილშტეტენი

გერმანელი იუთუბერების ახალგზრდა-პრანკერების ჯგუფი ბერლინის მახლობლად მდებარე ნაცისტური გერმანიის დროინდელ ნახევრად განადგურებულ და მიტოვებულ ბელიც-ჰაილშტეტენის ჰოსპიტალში უკანონოდ შეჭრას და იქ 24 საათი გაჩერებას გადაწყვეტს. ხმები დადის, რომ ამ შენობაში უცნაური რამ ხდება, ამიტომ ღამის ხედვის და თერმული კამერებით აღჭურვილი ბლოგერები “ლაიქების” ძიებაში ბნელი ჰოსპიტალის ავის მომასწავებელ ქირურგიულ განყოფილებაში შედიან, იმ იმედით, რომ პარანორმალური პროცესების აზრს ჩაწვდებიან და ვირუსულ ვიდეოს გადაიღებენ. თუმცა, თავდაპირველ სიამოვნებას მალევე რეალობა შეცვლის, როდესაც გმირები აღმოაჩენენ, რომ ჰოსპიტალში ისინი მარტონი არ არიან და მათი იქ ყოფნა არასასურველია, მოულოდნელად ვიღაც ან რაღაც მათზე სასტიკ ნადირობას დაიწყებს, რომელიც სისხლიან კოშმარად გადაიქცევა…

RUS-თრეილერი: ჰაილშტეტენი / Heilstätten
DE-თრეილერი: ჰაილშტეტენი / Heilstätten

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: გერმანია

ჟანრი: საშინელება, თრილერი

რეჟისორი: Michael David Pate

მსოფლიო პრემიერა: 22 თებერვალი

მსახიობები: Nilam Farooq, Farina Flebbe, Sonja Gerhardt, Maxine Kazis, Lisa-Marie Koroll, Emilio Sakraya, Tim Oliver Schultz, Davis Schulz, Timmi Trinks.

5/5 - (7)