ჯაშუში ჩრდილოეთით წავიდა / Gongjak (The Spy Gone North)

О t
ჯაშუში ჩრდილოეთით წავიდა

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ჯაშუშური დრამა, რომელშიც მოვლენები 1993 წელს, ყოფილი სამხედრო ოფიცერის – სუკ-იანგ პარკის გარშემო ვითრდება, რომელიც სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ჯაშუში გახდება კოდური სახელით “შავი ვენერა. მას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტზე შეღწევა და ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაევალება. სუკ-იანგი ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივ პროექტზე მომუშავე სამხრეთ კორეელ ბიზნესმენად ინიღბება, და პეკინში მყოფ მაღალი რანგის ჩინოვნიკს უახლოვდება. წლების მანძილზე ჯაშუშური მოღვაწეობის შემდეგ, სუკ-იანგი საბოლოოდ ჩრდილოეთ კორეის მმართველი კლასის ნდობის მოპოვებას ახერხებს და ერთობლივ კონტრაქტს აფორმებს. თუმცა მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 1998 წლის სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ინტერესების დასაცავად საიდუმლოდ რიგდებოდნენ.

თრეილერი ჯერ არ არის

ჯაშუში ჩრდილოეთით წავიდა / Gongjak (The Spy Gone North)
RUS-თრეილერი: ჯაშუში ჩრდილოეთით წავიდა / Gongjak
ENG-თრეილერი: ჯაშუში ჩრდილოეთით წავიდა / Gongjak

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Jong-bin Yoon

მსოფლიო პრემიერა: 11 მაისი

მსახიობები: Jung-min Hwang, Sung-min Lee, Jin-Woong Cho, Ji-Hoon Ju.

4.7/5 - (3)