მე მქვია დოლემაითი / Dolemite Is My Name
5,10

მე მქვია დოლემაითი / Dolemite Is My Name

О t
მე მქვია დოლემაითი

არკაზანში დაბადებული რუდი რეი მური (ედი მერფი) მუსიკისადმი და სამსახიობო ოსტოტაობისადმი ადრეული ასაკიდან ავლენს დიდ ინტერეს, რომელიც ახალგაზრდობაში კლუბებში მომღერალდ, მოცეკვავედ და კომიკოსად მუშაობადა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სადაც ის სერიოზულად დაინტერესდება კომედიით, მომავალი “რეპის ნათლიმამა” ლოს-ანჯელესში გადადის და კლუბებში გამოსვლას აგრძელებს. სწორედ იქ შეამჩნევენ მას ხმისჩამწერი სტუდიების პროდიუსერები, რომელთა დახმარებით იგი თავის პირველი კომედიურ ალბომს ჩაწერს, თუმცა ალბომი წარუმატებელი აღმოჩნდება. მუსიკალურ მაღაზიაში მუშაობისას, მური ადგილობრივი მკვიდრისგან სუტენიორი დოლემაითის შესახებ უხამს ამბავს მოისმენს. ის თავის გამოსვლებში ამ სახელის ფსევდონიმის სახით გამოყენებას იწყებს, და ძალიან მალე უბრალო აფროამერიკელებს შორის გიჟურ პოპულარობას მოიპოვებს. მისი კონცერტების ჩანაწერები, რომლის ძირითადი თემა ქუჩის ცხოვრება იყო – უხამსი ხუმრობები სექსზე, მოთამაშეებზე, მეძავეებზე და ნარკოტიკებზე, ღიად არ ყიდებოდა, მაგრამ იატაკქვეშა გაყიდვები მურს კარგ მოგებას მოუტანს. გამომუშავებული ფულის დახარჯვას ის სუტენიორ და კუნგ-ფუ ოსტატ დოლემაითზე ფილმის გადაღებით გადაწყვეტს, რასაც რამდენიმე სიქველი მოჰყვება. რუდი რეი მურის წარმატებული კარიერა, რომელიც დოლემაითის იმიჯის წყალობით გახდა ცნობილი, დღემდე რჩება ნიჭიერი ახალგაზრდა რეპ მომღერლებისთვის შთგონების წყარო.

თრეილერი ჯერ არ არის

თრეილერი ჯერ არ არის

RUS-თრეილერი: მე მქვია დოლემაითი / Dolemite Is My Name
ENG-თრეილერი: მე მქვია დოლემაითი / Dolemite Is My Name

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კინო სიახლე, ბიოგრაფიული, დრამა

რეჟისორი: Craig Brewer

მსოფლიო პრემიერა:

მსახიობები: Eddie Murphy, Keegan-Michael Key, Wesley Snipes, Craig Robinson, Chris Rock, T.I., Tituss Burgess, Mike Epps, Chelsea Gilson, London Worthy, Kazy Tauginas, Aaron Craven, Ivo Nandi, Da’Vine Joy Randolph, David M Sandoval Jr.