გარდაცვლილთა დღე / Dia de Muertos (Salma’s Big Wish)

О t
გარდაცვლილთა დღე

ანიმაციური ფილმი უძველესი მექსიკური ტრადიციის შესახებ – წინაპართა სულების მოსახსენიებელი მხიარული დღესასწაული, როდესაც ადამიანები გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავებზე გადიან, სადაც საჩუქრები და საჭმელები მიაქვთ. მოვლენები პატარა ქალაქში, სანტა-კლარაში ვითარდება. იქ სელმა ცხოვრობს, 16 წლის გოგონა. ის ობოლია და არასოდეს არ უნახვას მისი ბიოლოგიური მშობლები, რომელთა შესახებ მას მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ ამბავს უყვებოდნენ – რომ მათ ის მიატოვეს. თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სელმამ ინფორმაციის ძიებაში დახარჯა, რათა გაეგო ვინები იყვნენ მისი მშობლები. მაგრამ მას არ უმართლებდა – იმ მომენტამდე, სანამ მან განსაკუთრებული წიგნი არ აღმოაჩინა. იგი სანტა-კლარას ყველა მაცხოვრებელის ისტორიას შეიცავს. ამ წიგნის დახმარებით, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდება, სელმა ამაღელვებელ მოგზაურობაში მიდის, რომელსაც საუკეთესო და მამაცი მეგობრები – ხორხე და პედრო ეხმარებიან. ახალგაზრდა გმირები სელმას ოჯახთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხელჩასაკიდს ეძებენ, რასაც ისინი გარდაცვლილთა საოცარ სამყაროში მიჰყავს.

RUS-თრეილერი: გარდაცვლილთა დღე / Dia de Muertos
ESP-თრეილერი: გარდაცვლილთა დღე / Dia de Muertos

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: მექსიკა

ჟანრი: მულტფილმი, საოჯახო, ფენტეზი

რეჟისორი: Carlos Gutiérrez Medrano

მსოფლიო პრემიერა: 8 მარტი

მსახიობები: Camila Amezcua, Rocco Amezcua, Connor Andrade, Dino Andrade, Dani Artaud, Susana Ballesteros, Luis Dubuc, Joe Hernandez, Jewels Jaselle, Cristina Milizia, Diego Osorio, Alena Prat, Emma Prat, Oscar Daniel Reyez, Carlo Rota.

5/5 - (8)