ხაფანგი-22 (სერიალი) / Catch-22 (Catch 22)

О t
ხაფანგი-22

მეორე მსოფლიო ომი. ყველგან ქაოსი და ნგრევაა. სადღაც ევროპაში, აშშ-ს საჰაერო ძალები აქტიურად იბრძვიან ნაცისტების მიერ ოკუპირებული ქალაქების გასანთავისუფლებად. საავიაციო პოლკი, სადაც კაპიტანი ჯონ იოსარიანი მსახურობს, ტირენიის ზღვასთან მდებარე კუნძულზე დისლოცირდება. ერთ დღეს, თავისი მომდევონო დავალების შესრულებისას ტრაგიკულად კვდება მისი მეგობარი. ეს შემთხვევა ძლიერ თრგუნავს ჯონს. ამიტომ იგი სამხედრო მოვალეობებისგან თავის არიდებას გადაწყვეტს, მაგრამ უბრალოდ ფრონტის დატოვება არ არის საუკეთესო ვარიანტი. უმაღლესმა ხელმძღვანელობამ და თანამემამულე ჯარისკაცებმა ის შეიძლება მშიშრად და სამშობლოს მოღალატედ ჩათვლონ. მოულოდნელად მას გენიალური იდეა ეწვევა – გაგიჟებულ ფსიქოპათად თავის მოჩვენება. მაგრამ ბიუროკრატიულ ხაფანგში მოხვდება. ამის მიზეზი წესდებაში ერთგვარი საიდუმლო “შესწორება-22” აღმოჩნდება. რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ჯარისკაცი უარს აცხადებს ბრძოლაზე, იგი გიჟად არ ჩაითვლება, რადგან მან ამით თავისი გონიერება გამოავლინა. ამ შესწორების თანახმად, რეალური საფრთხის წინაშე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა – ჯანსაღი გონების მუშაობის პროცესია, და ადამიანი, რომელიც ხალისიანად ასრულებს საშიშ სამხედრო მისიებს, შეიძლება გიჟად ჩაითვალოს. თუმცა ადამიანი, რომ გიჟად აღიარო, მან თავად უნდა წარადგინოს თავისი სიგიჟის განცხდება, ხოლო ამგვარი დოკუმენტის წარდგენის ფაქტი განმცხადებელის სრული საღი აზრის ქონაზე მეტყველებს…

თრეილერი ჯერ არ არის

ხაფანგი-22 (სერიალი) / Catch-22 (Catch 22)
RUS-თრეილერი: ხაფანგი-22 (სერიალი) / Catch-22
ENG-თრეილერი: ხაფანგი-22 (სერიალი) / Catch-22

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სერიალი, კომედია, კრიმინალი, დრამა, სამხედრო

რეჟისორი: George Clooney, Grant Heslov, Ellen Kuras

მსოფლიო პრემიერა: 17 მაისი

მსახიობები: Christopher Abbott, Kyle Chandler, George Clooney, Martin Delaney, Julie Ann Emery, Rafi Gavron, Giancarlo Giannini, Gerran Howell, Hugh Laurie, Graham Patrick Martin, Kevin J. O’Connor, Daniel David Stewart, Tessa Ferrer, Jay Paulson, Jon Rudnitsky, Ian Toner.

5/5 - (7)