დაწვი შენი რუკა / Burn Your Maps

О t
დაწვი შენი რუკა

ფერტების ოჯახი გამანადგურებელი ტრაგედიის წინაშე დადგება, როდესაც მათი მესამე ახალშობილი ბავშვი მოკვდება. ოჯახის ყველა წევრი მძიმედ განიცდის ცხოვრების ამ ეტაპს, მაგრამ მალე მეუღლეები ელისი და კონორი მათი რვა წლის ვაჟში, უესში უცნაურობების შემჩნევას დაიწყებენ, რომელიც ამტკიცებს, რომ ის სინამდვილეში არასწორ ადგილას დაბადებული, თხების მონღოლი მწყემსია. თავდაპირველად მშობლებს ეს ბავშვური წარმოსახვა ჰგონიათ, თუმცა ამ იდეით ბიჭი იმდენად შეპყრობილი გახდება, რომ სიტუაცია უკიდურესობამდე მიდის. ელის გადაწყვეტს, რომ უესისთვის დახმარების საუკეთესო საშვალება – მასთან ერთად მონღოლეთში ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლაა. იქ, ისინი ახალგაზრდა ინდოელ კინორეჟისორს, ისმაილს შეხვდებიან, რომელიც დედის და ვაჟის თვითშეცნობის და სულიერი ბალანსის მიღწევის თავგადასავლებით სავსე გაზას შეუერთდება.

გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სათავგადასავლო

რეჟისორი: Jordan Roberts

მსოფლიო პრემიერა: 9 სექტემბერი

მსახიობები: Vera Farmiga, Jacob Tremblay, Virginia Madsen, Marton Csokas, Jason Scott Lee, Suraj Sharma, Ramon Rodriguez, Glynis Davies, Taylor Geare, Arielle Rombough, Valerie Planche, Hannah Duke, Lara Zaluski, Sasha Barry, Catherine Gell.

5/5 - (8)