ლამაზი ბიჭი / Beautiful Boy
5,7

ლამაზი ბიჭი / Beautiful Boy

О t
ლამაზი ბიჭი

დევიდ შეფის მემუარების ეკრანიზაცია მამაზე, რომელიც მისი ნარკომანი ვაჟის უფსკრულში ვარდნას უმწეოდ ადევნებდა თვალს. ფილმი მეტამფეტამინებზე დამოკიდებულ ახალგაზრდა ნიკ შეფზე მოგვითხრობს, რომლის მამა დევიდ შეფი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ლოს-ანჯელესში გაემგზავრება, სადაც სასამართლოში მათი ვაჟის მეურვეობის საქმის განხილვა დაიწყება. დევიდი გაიმარჯვებს, მაგრამ გამარჯვების სიხარული ნიკის მეტამფეტამინებზე დამოკიდებულობის გაგებით გაუფერულდება. ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მთელ ოჯახზე ცუდად აისახება, და მისი ვაჟის სიყვარულის მიუხედავად, დევიდი იძულებულია მკაცრად ებრძოლოს ნიკის დამოკიდებულებას. ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ნიკი ადამიანურ სახეს კარგავს, ქურდობს, უკონტროლო და საშიშ მოზარდად გარდაიქმნება. იყო ასევე ნათელი მომენტები, როდესაც მკურნალობის შედეგად, მთავარი გმირი საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალით წყვეტდა ნარკოტიკების მიღებას. თუმცა, შემდეგ კვლავ უბრუნდებოდა ნარკოტიკებს. შეძლებს მოსიყვარეულე მამა ნიკის დახმარებას, თუ ამფეტამინის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდება?

RUS-თრეილერი: ლამაზი ბიჭი / Beautiful Boy
ENG-თრეილერი: ლამაზი ბიჭი / Beautiful Boy

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Felix Van Groeningen

მსოფლიო პრემიერა: 12 ოქტომბერი

მსახიობები: Steve Carell, Timothée Chalamet, Maura Tierney, Christian Convery, Oakley Bull, Kaitlyn Dever, Amy Ryan, Stefanie Scott, Julian Works, Kue Lawrence, Jack Dylan Grazer, Ricky Low, Marypat Farrell, Amy Forsyth, Andre Royo.