ქორწილის შემდეგ / After the Wedding

О t
ქორწილის შემდეგ

მრავალი წლის წინ, ამერიკელმა იზაბელმა სამშობლო დატოვა და ინდოეთში წავიდა, სადაც მან თავშესაფარი დაარსა და უამრავ ობოლს დაეხმარა. ფინანსების კატასტროფული დეფიციტის ფონზე, თავშესაფარი პოტენციური ქველმოქმედისგან შეთავაზებას მიიღებს, რომელიც 20 მილიონი დოლარის შემოწირულობის გაკეთებას გადაწყვეტს. ასეთი კეთილშობილური აქტისთვის ერთადერთი პირობის შესრულებაა საჭირო, იზაბელის ნიუ-იორკში ჩასვლა და პირადი შეხვედრა. იქ, მთავარი გმირი მის იდუმალ მხსნელს ხვდება – უმსხვილესი მედია კომპანიის მფლობელი ტერეზა, რომელიც იზაბელს მისი ქალიშვილის, გრეისის მომავალ ქორწილში დასწრებას სთავაზობს. დღესასწაულზე იზაბელს ნამდვილი შოკი ელოდება, რადგან აღმოჩნდება, რომ ტერეზას ქმარი – ოსკარი, – იზაბელის ყოფილი საყვარელია, ხოლო გრეისი – მისი ბიოლოგიური ქალიშვილია. ნუთუ მთელი სქემა თავიდანვე ტერეზას მიერ იყო დაგეგმილი?

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Bart Freundlich

მსოფლიო პრემიერა:  24 იანვარი

მსახიობები: Michelle Williams, Julianne Moore, Billy Crudup, Will Chase, Doris McCarthy, Abby Quinn, Eisa Davis, Azhy Robertson, Alex Esola, Alex Cranmer, Susan Blackwell, Mackenzie Owens, Eric D. Hill Jr., Jeff Kim, Ron Simons.

5/5 - (9)